ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანია არის საშემფასებლო კომპანია შ.პ.ს. "აფრაიზერი" (Appraiser).

კომპანია აფრაიზერი წარმოადგენს პროფესიონალ შემფასებელთა, აუდიტორთა და ექსპერტთა ჯგუფს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საშემფასებლო საქმიანობაში.

ჩვენ ვმუშაობთ უძრავი და მოძრავი ქონების, ბიზნესის და არამატერიალური აქტივების შეფასებაზე. შეფასების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგინდეს თქვენი ქონების საბაზრო ღირებულება, საინვესტიციო ღირებულება, სამართლიანი ღირებულება, ლიკვიდური ღირებულება და სხვა.

შეფასება სრულდება საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (International Valuation Standarts). გაიცემა საშემფასებლო დასკვნა, რომლის წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დაწესებულებაში.

როცა საშემფასებლო სამუშაოები ტარდება ფინანსური ანგარიშსწორების მიზნებისათვის შეფასების პროცესი ითვალისწინებს როგორც IFRS -ის, ასევე IAS 16, 36-ის მოთხოვნებს. გვაქვს დიდი გამოცდილება აქტივების გაუფასურების ტესტის ჩატარებაზე.

ჩვენთან მუშაობენ პროფესიონალი, სერტიფიცირებული შემფასებლები და ექსპერტები.

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი შემფასებელს 2012 წლის ბოლოს მიენიჭა RICS წოდება (Member of Royal Institution of Chartered Surveyors); არის დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებულ შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის წევრი www.rics.org , რაც მსოფლიოში აღიარებული კვალიფიკაციის აღმნიშვნელია და მიუთითებს მომსახურების უმაღლეს სტანდარტზე. 

ჩვენ გთავაზობთ საშემფასებლო მომსახურების სრულ სპექტრს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიებისათვის. გვაქვს დიდ ოთხეულთან მუშაობის დიდი გამოცდილება. კერძოდ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ:

  • უძრავი ქონება (მიწა, შენობები, ბინები და ა.შ.) -------------------------
  • ბიზნესი და ბიზნესის წილი ----------------------------------------------------
  • ბიოლოგიური აქტივები (მრავალწლიანი ნარგავები) ------------------
  • არამატერიალური აქტივები ----------------------------------------------------
  • ზარალი --------------------------------------------------------------------------------
  • ტექნოლოგიური ხაზები ---------------------------------------------------------
  • მოძრავი ქონება (მოწყობილობები, დანადგარები, სპეცტექნიკა)--
  • ავტოპარკი -----------------------------------------------------------------------------
  • ფასიანი ქაღალდები ---------------------------------------------------------------
  • დაუმთავრებელი მშენებლობა -------------------------------------------------
  • და ასე შემდეგ ------------------------------------------------------------------------

ჩვენი მთავარი მიზანია ვიმუშაოთ ხარისხიანად, ობიექტურად და მიკერძოების გარეშე. ჩვენს მიერ შესრულებული შეფასების დასკვნა არის დამოუკიდებელ შემფასებელთა დასკვნა.