ტერმინთა განმარტებები

გლოსარიუმი:

ერთი და იგივე ქონებისათვის შეფასების დანიშნულების მიხედვით შეიძლება დადგინდეს სხვადასხვა სახის ღირებულება. ყველაზე ხშირად მოთხოვნადი ღირებულების სახეებია:

საბაზრო ღირებულება ---------------------------------------------------
სამართლიანი ღირებულება --------------------------------------------
საინვესტიციო ღირებულება -------------------------------------------
ლიკვიდური ღირებულება ---------------------------------------------
საუტილიზაციო ღირებულება -----------------------------------

საბაზრო ღირებულება - გამოთვლითი თანხა, რომლითაც ქონება შეიძლება გაიცვალოს შეფასების თარიღისათვის, გარიგების მსურველ გამყიდველსა და მყიდველს შორის, სათანადო მარკეტინგული ღონისძიებების შემდეგ, გაშლილი ხელის პრინციპით დადებულ გარიგებაში. რომელშიც თითოეული მხარე მოქმედებდა შეგნებულად, წინდახედულად და ძალდაუტანებლად.

სამართლიანი ღირებულება -  თანხა, რომლითაც აქტივი შეიძლება გაიცვალოს საქმის მცოდნე და გარიგების მსურველ მხარეებს შორის “გაშლილი ხელის პრინციპით” დადებულ გარიგებაში.

საინვესტიციო ღირებულება - აქტივის ღირებულება რომელიც სპეციფიურია ქონების მფლობელის ან პოტენციური ინვესტორის მიზნებიდან გამომდინარე.

საბალანსო ღირებულება - ღირებულება რომელიც მინიჭებული აქვს აქტივს კომპანიის ბალანსში ყველა სახის ჯამური ცვეთის გამოკლების შემდეგ.

უტილიზაციის ღირებულება  - აქტივის ღირებულება რომელმაც მიაღწია თავისი ეკონომიკური სიცოცხლის ვადის ბოლოს. მაგრამ აქტივს კვლავ აქვს გარკვეული ღირებულება მისი მასალის გადამუშავების (ე.წ. ჯართის) ან სხვა მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში.
 
ლიკვიდური ღირებულება - ღირებულება რომელიც კომპანიის ლიკვიდაციის შემთხვევაში შეიძლება მიღებული იქნას აქტივის გასხვისებისას.

უძრავი ქონება - უძრავი ნივთის ფლობა და ამ ფლობასთან დაკავშირებული სარგებელი.

უძრავი ნივთი - მიწა და მასთან უძრავად დაკავშირებული ნივთები: ხეები, მინერალები, შენობა-ნაგებობები.

მოძრავი ქონება იურიდიული ცნება, რომელც მოიცავს ყველა უფლებას, ინტერესსა და სარგებელს რაც დაკავშირებულია უძრავი ნივთის გარდა სხვა ნივთების საკუთრებასთან.

 მოძრავი ქონების ელემენტები შეიძლება იყოს მატერიალური, როგორიცაა, მაგალითად მოძრავი პირადი ნივთები, ან არამატერიალური, მაგალითად ვალი ან პატენტი. მოძრავი ქონების ელემენტები, როგორც წესი, მუდმივად  არ არის მიმაგრებული ან მიერთებული უძრავ ნივთზე და საზოგადოდ მობილურობით ხასიათდება.

მანქანა - მოწყობილობებისა და  დანადგარების კატეგორიებია:

დანადგარები: აქტივები, რომელბიც განუყოფლად არიან დაკავშირებული სხვა აქტივებთან, რაც შეიძლება მოიცავდეს სპეციალიზირებულ შენობებსა და მანქანა -მოწყობილობებს.

მანქანები: ცალკეული მანქანები ან მანქანების ჯგუფი. მანქანა არის აპარატი რომელიც გამოიყენება სამეურნეო სუბიექტის საქმიანობაში კონკრეტული პროცესის განხორციელებისათვის.

მოწყობილობა: სხვა აქტივები, რომლებიც გამოიყენება სამეურნეო სუბიექტის საქმიანობაში.