მიწის შეფასება

მიწის ნაკვეთის შეფასება წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მნიშველოვან მიმართულებას.











მიწა ისევე, როგორც ადამიანისათვის, ასევე კომპანიისათვის და ასევე მთლიანად სახელმწიფოსათვის არის ძალიან დიდი სიმდიდრე. იგი შესაძლოა იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების. ორივე შემთხვევაში პერიოდულად დგება პროფესიონალი შემფასებლის მიერ მიწის შეფასების აუცილებლობა.

მიწის ნაკვეთის შეფასება შესაძლბელია იყოს მთლიანი უძრავი ქონების (მიწა+შენობა) შეფასების ნაწილი, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც საჭიროა ვაკანტური (ცარიელი) მიწის ნაკვეთის შეფასება. ან შესაძლებელია მიწაზე იყოს სხვადასხვა მრავალწლოვანი ან მცირეწლოვანი ნარგავები ან ხეხილი, რომელთა შეფასება შესაძლებელია საჭირო გახდეს   როგორც მიწასთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად.  

მიწის შეფასების საჭიროება წარმოიშვება:

კომპანიის მიერ მიწის საწესდებო კაპიტალში შეტანისას -------------
სასამართლოსათვის დაგირავების შემთხვევაში -----------------
კომპანიის ფინანსური ანგარიშგებისათვის ---------------------------
კომპანიის ქონების გადაფასებისას ------------------------------------
მიწის ნაკვეთის ყიდვის ან გაყიდვის შემთხვევაში -----------------
მიწის ნაკვეთის მემკვიდრეობით გადაცემისას ---------------------
მიწის ნაკვეთის გაქირავების შემთხვევაში --------------------------
მიწის დაგირავების შემთხვევაში ------------------------------------
ინვესტორის მოძიების შემთხვევაში --------------------------------
და სხვა შემთხვევებში -----------------------------------------------

ასევე იმ შემთხვევებში როდესაც მფლობელს ან პოტენიცურ ინვესტორს სჭირდება ინფორმაცია მისი ფაქტიური ღირებულების თაობაზე მისი პარამეტრების, შესაძლო გამოყენების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

ყველა მოცემულ და სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ მიწის ნაკვეთის შეფასებაში და ნებისმიერი ქონების შეფასებაში.

ჩვენს კომპანიაში მუშაობენ სერტიფიცირებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემფასებელ-აუდიტორები. გავცემთ დამოწმებულ, კვალიფიციურ, სრულ საშემფასებლო დასკვნას ნებისმიერი დანიშნულებისათვის.